შევა თუ არა “გირჩი” პარლამენტში: პირობას, რომელსაც პარტია აყენებდა “ოცნება” დათანხმდა

შევა თუ არა პარტია გირჩი პარლამენტში? – ერთ-ერთ პირობას, რომელსაც პარტია აყენებდა “ქართული ოცნება” დათანხმდა.

უმრავლესობა მზადაა საარჩევნო რეფორმის ფარგლები ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის ნულოვანი ბარიერი დააწესოს.

მმართველი გუნდი ოპოზიციური ჯგუფების პასუხის მოლოდინშია.

“კონკრეტულ პასუხს ველოდებით, თუ როგორ წარმოუდგენიათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ამ შეთავაზებაზე მსჯელობა. მე ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის ინტერესს და თუკი ოპოზიციურ ჯგუფებში არიან ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ დისკუსია, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მათ ინტერესს პატივი უნდა სცენ. თუკი ამას არ აკეთებენ, ეს უკვე აჩენს ოპოზიციურ პარტიებს შორის დისონანსს. მე იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გამოიძებნება,”- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ 0-დან 3%-მდე ბარიერთან დაკავშირებული რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება გახდეს.