გზის რომელ მონაკვეთზეა შეზღუდული მოძრაობა: შსს ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

შსს-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

„მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:

• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა

• მიტროფანე ლაღიძის ქუჩა

• ბესიკის ქუჩა

• ლესია უკრაინკას ქუჩა

• ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა

• 9 აპრილის ქუჩა

• ანტონ ფურცელაძის ქუჩა

• არჩილ ჯორჯაძის ქუჩა

• გია ჭანტურიას ქუჩა

• რეზო ლაღიძის ქუჩა

• ვასო აბაშიძის ქუჩა

• მესხიას ქუჩა

ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.