ჩინეთში „ფეიკ ვაქცინების“ დამზადების გამო 80-ზე მეტი პირი დააკავეს

CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთმა „ფეიკ ვაქცინების“ წარმოების საქმეზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

მოქალაქეები 3 000-ზე მეტი ყალბი ვაქცინის დამზადებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ დაადგინა, რომ დაკავებულები 2020 წლის სექტემბრიდან ფიზიოლოგიური ხსნარის საშუალებით ყალბ ვაქცინებს ამზადებდნენ და მაღალ ფასად ყიდდნენ.  დაკავებულებმა დიდი ფინანსური სარგებელი ნახეს.

ჩინეთში მოსახლეობის ვაქცინაცია ორი ჩინური კომპანიის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის მიერ დამზადებული ვაქცინების გამოყენებით მიმდინარეობს.