სკოლაში მეხუთე კლასიდან ზემოთ, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება

მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„15 თებერვალს უკვე სკოლებში გაგრძელდება სასწავლო პროცესში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება“, – განაცხადა ჩხენკელმა.