რუსთავში კორონავირუსზე პედაგოგების ტესტირება იწყება

ხვალიდან რუსთავში პედაგოგების რეგულარული ტესტირება დაიწყება. მასწავლებლებს კორონავირუსზე ტესტი 14 დღეში ერთხელ ჩაუტარდებათ, -ამის შესახებ TV4-ს ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გრძელდება ტაქსის მძღოლების ტესტირებაც. დღეს პოლიკლინიკაში რვა ტაქსის მძღოლი გამოიკვლიეს, “კოვიდ-19” არცერთს დაუდასტურდა.

ჯამში, პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 39 ადამიანს ჩაუტარდა, ერთის პასუხი დადებითია.

N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში 102 ადამიანი გამოიკვლიეს და ვირუსი 12 მათგანს დაუდასტურდა სწრაფი ტესტით. გამოკვლეულ პირებს შორის 10 ტაქსის მძღოლია, მათი ტესტის პასუხი უარყოფითია.

40 ადამიანი გამოიკვლიეს ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ტესტის პასუხი მხოლოდ ერთი მათგანის შემთხვევაში იყო დადებითი.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში სწრაფი ტესტის ჩასატარებლად დღეს არცერთი ადამიანი არ მისულა.

ინფორმაცია ახლდება.