1-ელ მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მარტს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში და რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე.

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში და მარნეულში ნიზამის, ტაბიძის, ნარიმანოვის, საიათნოვას, ჯაფარიძის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.