გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ქვემო სარალი, ტაკალო, იმირი, არაფლო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, სიონის უბანი, პატარა ლილო, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ალექსეევკა, სამღერეთი, ჯიგრაშენი, ლიპა, ნავთიანი და მიმდებარე სოფლებში.
14:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, სარკინეთი, ახა, ველისპირი, კარაბულახი, განახლება და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.