18 თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, სტამბულის ბაზრის, ბალანჩივაძის, მე-17, მე-12 და მე-14 მიკრორაიონებში, აღმაშენებლის, გარეჯის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.