20 თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე და 17:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, მარის არხის, ფიროსმანის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში თაზაქენდი და კალინინო;

22 თებერვალს 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, მარის არხის, კლდიაშვილის, დ. გარეჯის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.