28 თებერვალი | კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 510-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 248 ადამიანს დაუდასტურდა, 525 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 27 თებერვალს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი, 14 კი გარდაიცვალა.