30 წლის კაცმა 10 წლის გოგოზე, არასრულწლოვანთა თვალწინ იძალადა

შემზარავი შემთხვევა კახეთში, ერთერთ სოფელში: არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე კაცმა 10 წლის გოგოზე იძალადა.

ბავშვზე ძალადობა, სავარაუდოდ, მისსავე სახლში, სხვა არასრულწლოვანთა თვალწინ მოხდა.

სავარაუდო მოძალადე დაკავებულია. როგორც შსს-შინ აცხადებენ, დაკავებულს სხვა დანაშაულისთვისაც ედავებიან.

დაკავებულის ოჯახში 30 წლის კაცის მხრიდან ძალადობას გამორიცხავენ. “ჯერ მაგას დამტკიცება უნდა, დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა”, – ამბობენ დაკავებულის ახლობლები.

იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, მას 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.