6 თებერვალი | კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 602ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 569 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 335 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 10 591, „პისიარ“ ტესტით 7 744.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 261 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 252 815 გამოჯანმრთელდა, 3 269 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 485, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 231 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.

ამასთან, 5 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი.