გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 თებერვალს 13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი, ყარაჯალარი.
8 თებერვალს 10:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის ქუჩებზე და სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები.
12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ვარკეთილი, პატარა ლილო, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, ორხევის დასახლება, ქვემო და ზემო ქვიშიანი.
14:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს ყიზილ-აჯილოში, მარნეულში ჯანდარის, 26 მაისი, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.