8 მარტიდან რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირების უფლება ეძლევათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 8 მარტიდან რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირების უფლება ეძლევა.- ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა:

“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში, პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.