ნიკა მელიას გამამხნევებელ აქცია პერფორმანსს, თბილისსა და რუსთავში პოლიტიკოსები და პარტიების მხარდამჭერები შეუერთდებიან. დღეს ოპოზიცია გეგმავს ავტომობილებით მსვლელობას რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე.
“ჩვენ შევეცდებით, რომ კოლონით გავიაროთ მთელი გზა და შემდეგ უკვე ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ნიკა მელიას, გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ნიკა ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს.
უახლოესი გეგმა არის 26 თებერვლის აქცია, სადაც შევიკრიბებით ფილარმონიასთან და გავმართავთ მსვლელობას და ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შემდგომ აქციები. წინასწარ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გაჩერების დრო არ გვაქვს,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.