სამხარაძე: საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია

“ქართული ოცნების” დეპუტატის  ნიკა სამხარაძის განცხადებით, საერთაშორისო გამოხმაურებები ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით “საკმაოდ მოზომილი და რბილია”.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები განვითარებულ ქვეყნებში ასე იქცევიან.

“საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში და ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში იქნება შეშფოთების საფუძველი. თუმცა, ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რამეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ასე არ იქცევიან, როგორც საქართველოში. ეს კრიტიკა იყო მოსალოდნელი, ეს კრიტიკა პრინციპში ჩვენთვის ნაწილობრივ მისაღებიც კი შეიძლება იყოს”, — განაცხადა სამხარაძემ.