9 თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 თებერვალს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, წინწყარო, კოდა, დაბა კოჯორი, ელფა, ქოსალარი, ჯორჯიაშვილი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ აჯლო, ტაზა მახალა, ჯანდარა, შახტოსტროი და მიმდებარე სოფლებში.

14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს წალკაში არისტოტელეს, რუსთაველის, იოანიდის, კალაიჩევის, კლდეკარის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 18:00 ბოლნისში აღმაშენებლის, ერეკლე მეფის, ბესიკის, ივერიელის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.