WHO: „კოვიდ-19“-ის პანდემია, სავარაუდოდ 2022 წელს დასრულდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წელს დასრულდება.

ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს თქმით, ვირუსი 2022 წელსაც იარსებებს, თუმცა მისი მართვა იქნება შესაძლებელი.

„ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ, რადგან ახლა უფრო მეტი ვიცით კორონავირუსის შესახებ, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ის იწყებდა გავრცელებას“, – განაცხადა კლუგემ.

მისივე თქმით, ვირუსი სრულად არ გაქრება და გააგრძელებს ცირკულაციას, მაგრამ შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო. თუმცა, მისივე განცხადებით, ეს მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ის ფაქტი, რომ ვირუსის ახალი შტამი ჩნდება ნორმალური მოვლენაა და საჭირო შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ვაქცინების მოდიფიცირება.