რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით მსვლელობა გაიმართება

ოპოზიცია  26 თებერვლის აქციამდე სხვა აქციებს გეგმავს, მათ შორისაა ავტომობილების აქცია თბილისსა და რუსთავში. დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე, ავტოკოლონით მსვლელობა გაიმართება.

“გასაგებია, რომ მათთვის წითელი ხაზია ვადამდელი არჩევნები, თუმცა ჩვენთვის ეს არის ის საკითხი, რომლის გარეშეც წარმოუდგენლად მიგვაჩნია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ამიტომ, კეთილგონიერებას უნდა მოუხმონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

იგეგმება ავტომობილების აქცია თბილისსა და რუსთავში, ისევე როგორც 26-ში და ზოგადად, რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის რომ აღვუდგეთ ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, რომ დაამყაროს ავტოკრატიული მმართველობა,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, გუშინ სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.