ვინ რა შეღავათით ისარგებლებს ქალაქში მოძრავი ახალი მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობისას?- რუსთავის მერიამ განახლებულ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტს გაუმჯობესებული სოციალური პაკეტი დაახვედრა.
კერძოდ, 7 795 ბენეფიციარის ნაცვლად, მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურზე, მერიის შეღავათით 60 000 რუსთაველი ისარგებლებს.
ინფორმაციისთვის, აქამდე არსებული პროგრამით მერია მგზავრობის საფასურს სოციალურად დაუცველი ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს უფინანსებდა. ახალი პროგრამით კი მერიის შეღავათით სოციალურად დაუცველი ოჯახის თითოეული წევრი ისარგებლებს.
განახლებული სოციალური პროგრამის მიხედვით მგზავრობა რუსთავის მერიის მიერ სუბსიდირებული იქნება შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარისთვის:
- სოციალურად დაუცველები (10 000-მდე ბენეფიციარი)
- ვეტერანები ( 1 500-მდე ბენეფიციარი)
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები
- სკოლის მოსწავლეები ( 24 000)
- სტუდენტები ( 4000 ბენეფიციარი)
- რუსთავის პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები
- პენსიონერები ( 22 650 ბენეფიციარი)
- შშმ პირთა ცენტრის თანამშრომლები
- სამუსიკო სკოლების თანამშრომლები
- პედაგოგები ( 1200-მდე ბენეფიციარი)
- ბაგა-ბაღების თანამშრომლები ( 700-მდე ბენეფიციარი)
- დასუფთავების და გამწვანების თანამშრომლები
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა სრულიად უფასო იქნება ვეტერანებისთვის და შშმ პირებისთვის. 10 თეთრად შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას სოციალურად დაუცველები და მოსწავლეები.
დანარჩენი ბენეფიციარებისთვის კი ავტობუსით გადაადგილების საფასური 20 თეთრი იქნება. მგზავრობის სტანდარტული ტარიფი დანარჩენი რუსთაველებისთვის 50 თეთრით განისაზღვრა.