ზემო სვანეთში, კალა-უშგულის მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა .
მესტიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა უკვე გამოყო სპეციალური ტექნიკა, რომელიც ადგილზე გააკონტროლებს ვითარებას. ამ დროისთვის მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგების მიწოდება აღდგენილია.