“ქართულ ოცნებას” ჩემი დაჭერისა და ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვს, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ, “ლეიბორისტების” ოფისში შესვლამდე განაცხადა.
როგორც ნიკა მელია აცხადებს, მისი დაპატიმრების საფუძველი არ არსებობს.
“ფიქრობთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ საქმეზე, რომელზეც საფუძველი არ აქვთ დაპატიმრების? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათ ამის თავი არ აქვთ. არც ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი აქვთ,”- განაცხადა ნიკა მელიამ.
ამ წუთებში ოპოზიციური “ლეიბორისტების” ოფისში იკრიბებიან, სადაც შიდა კონსულტაციები განახლდება.