ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. ინფორმაციასლიეტუვის მედია ავრცელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ.
„ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა. ჟიგიმანტას პავილიონისმა გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე და მეორე – დაადანაშულოს“, – განაცხადა ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა იულიუს საბატაუსკასმა.
პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც. მისივე თქმით, პავილიონისის ნებისმიერი განცხადება შეიძლება გამოიყენონ „არამეგობრულმა ძალებმა“, რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ პავილიონისს ჰქონდა პირადი პოზიცია, ის საქართველოში ვიზიტისას განსაკუთრებულად დიპლომატიური უნდა ყოფილიყო“, – განაცხდა ჩმილიტე-ნილსენმა.