საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ფოთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინება გამთენიისას შევიდა, ეკიპაჟის ადგილზე მისვლისას ხანძარი 5 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.