დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ დმანისში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოასფალტდება 17-მდე ქუჩა და 4 ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რეაბილიტირდება 9 აპრილის N107, N117 შესახვევი და N139-თან ჩიხი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება არსაკიძის, დიდუბის, სვეტიცხოვლის, სულხან-საბას, ჯავახიშვილისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე. გზებზე სამუშაოები ჩაუტარდება ვახტანგ მეფის I, II, III ჩიხებს. რუსთაველის ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე-ცხაური. ცურტაველის ჩიხში ჩატარდება სამუშაოები და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.
დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 21 თებერვალს დაიწყება და 26-ში დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 648 170 ლარს შეადგენს.