ქვემო ქართლში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა მაწანწალა ძაღლებში დაფიქსირდა.
როგორც TV4-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისში განუცხდეს, ცოფის ორივე შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდება და ვირუსი რუსთავის ტერიტორიაზე არ ფიქსირდება.
ამასთან, რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით, რეგონის მასშტაბით ცოფი სხვა ცხოველებში არ ვლინდება.