ადვოკატი: ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილების სანაცვლოდ, მოსამართლე ბიძინა სტურუა უზენაეს სასამართლოში დაინიშნება.

დაცვის მხარე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს,

“ბიძინა სტურუა უახლოეს პერიოდში, ალბათ, დაინიშნება უზენაესს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ.

როგორ შეიძლება ელოდო ასეთ გადაწყვეტილებას, როდესაც არანაირი მტკიცებულება და არანაირი დასაბუთება არ არის. რა თქმა უნდა, ვგეგმავთ გასაჩივრებას. არც კანონში ჯდება, არც ლოგიკაში ჯდება ეს გადაწყეტილება, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაესს სასამართლოში,” – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ.