ადვოკატი: სამართალი კი არ აღსრულდა, სამართალი დღეს დასრულდა

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა.

მამულაშვილის განცხადებით, სამართალი კი არ აღსრულდა, სამართალი დღეს დასრულდა.

„ჩვენ არ ველოდით. სამართალი კი არ აღსრულდა, სამართალი დღეს დასრულდა. სამართლიანობა დასრულდა, თუმცა აუცილებლად აღდგება სამართლიანობა. თუ არა საქართველოში, იმედი გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი, რადგან აპელაცია და კასაცია არის ისეთივე გვამები და მონები, როგორიც არის ბატონი სტურუა. ერთადერთი ბერკეტი გვაქვს, ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზებით“, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.