აშშ-ის საელჩო: ვაქცინა საუკეთესო საშუალებაა კორონავირუსთან საბრძოლველად

სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა, რაც გაგვაჩნია „კოვიდ-19“-თან საბრძოლველად. სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ „კოვაქსისა“ (ოთხი მილიარდი დოლარი) და იუნისეფ-ის უმსხვილესი დონორია. ისინი ეხმარებიან ვაქცინების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა