გაუქმდეს კომენდანტის საათი – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მოძრაობის ,,სოცაფეთქება” ორგანიზებით ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება.

აქტივისტებმა კანცელარიასთან ბანერები მიიტანეს, შინაარსით ,,მოხსენით კომენდანტის საათი”, ,,გადავარჩინოთ ტურიზმი” და ა.შ.

ისინი ამავე მოთხოვნით სარჩელს ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.

,,თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში შეიძლება დამძიმდეს, შეიცვალოს, ან შერბილდეს შეზღუდვები, ჩვენ ქვეყანაში კი ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს.