საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ საშინაო შეხვედრაში „რუსთავი“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „მგზავრებს“ დაუპირისპირდა.
სტუმრებმა გათამაშების ლიდერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანაც მოახერხეს, მაგრამ ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა დამატებით დროში უკეთესად ითამაშა და მეტოქე ანგარიშით 81:78 დაამარცხა.
საკალათბურთო კლუბმა „რუსთავმა“ ზედიზედ მერვე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.
მორიგი მეტოქე თბილისის „დინამო“ იქნება. შეხვედრა 20 მარტს, 13:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.