გორში სროლის შედეგად ადამიანი დაიჭრა

გორში სროლის შედეგად, 30 წლამდე მამაკაცი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გორის შესასვლელში, სუხიშვილის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციამ სპეციალური ლენტით შემოსაზღვრა, ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრებიც.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.