გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

ექვს ახლადარჩეულ მოსამართლესთან ერთად, მოსამართლის ფიცი იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემაც დადო.

ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მოგვიანებით შეუდგებიან.

გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.