სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი “რუსთავის წყლის” წინააღმდეგ (+ვიდეო)

რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები კომპანია “რუსთავის წყალს” განცხადებით მიმართავენ და ითხოვენ, რომ მათ შეკითხვებს სათანადო პასუხი გაეცეს.

აქტივისტები მოითხოვენ, “რუსთავის წყალმა” ახსნას გახშირებული ავარიებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი. ამასთან, რუსთაველების მოთხოვნაა კომპანიამ  წარმოადგინოს წყლის ხარისხის შესაბამისი დოკუმენტი და განმარტოს, რატომ არ მიეწოდება წყალი მაღალ სართულებს.

ასევე, რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ, ხრამის წყალსაცავის ტერიტორიის დათვალიერებას და სატენდერო პირობებისა თუ ხელშეკრულების ასლების მიწოდებას.

მანამდე, სოციალურ ქსელში  შეიქმნა პეტიცია სახელით “რუსთავწყალი მოაშორეთ რუსთავს”, რომელსაც უკვე ორასამდე ხელმომწერი ჰყავს.