ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც ცნობილია, მედიატორმა ამ შეხვედრაზე მხარეებს კონკრეტული წინადადებები უნდა წარუდგინოს.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვიდა.