რუსთავში კორონავირუსზე 400-მდე პირი გამოიკვლიეს

ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 19 ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება.

რაც შეეხება რუსთავს, ქალაქში გამოკვლეული 387 პირიდან კოვიდვირუსი რვა ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირების ყველა შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოვლინდა, სადაც 143 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება N1 დიაგნოსტიკურ ცენტრს, გამოიკვლიეს 244 ადამიანი, ყველას ტესტის პასუხი უარყოფითია.