მარტვილში, ბალდის მონასტერში სასულიერო პირებსა და ეპარქიის ახალ მმართველს მიტროპოლიტ სტეფანეს შორის კვლავ დაპირისპირება იყო. დაპირისპირების პარალელურად, ჭყონდიდელი მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ კვლავ გალობა დაიწყო.
ამჯერად მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვა ბალდის მონასტერში ჩაატარა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მას მეუფე პეტრესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოსთხოვეს.
ამის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, საბოლოოდ სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილმა მეუფე შეძახილებით – “ცრუ, ცრუ” გააცილა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში პირველად 8 მარტს მოხდა. დახურულ კარს მიღმა, სასულიერო პირებისთვის გამართული შეხვედრის დროს, რომელსაც ეპარქიის ახალი მმართველი უძღვებოდა, რეზიდენციის შენობის აივნის მოაჯირი მოირღვა. მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ, მათი ნაწილი დაშავდა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა კი ინციდენტის შეტყობისას გალობა დაიწყო.