დაფიქსირდა თუ არა რეინფიცირების შემთხვევა საქართველოში?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა.

„რეინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული, სამთვიანი შუალედით. იქ არის ერთი და იგივე შტამის მუტანტი, ოღონდ სულ იდენტური არ არის. არის გენომში ცვლილებები, მაგრამ არ არის ეს ბრიტანული ან სხვა შტამი. არ მინდა, შემეშლოს ასაკი, რეინფიცირების შემთხვევა დაუდასტურდა ადამიანს, რომელიც არ არის ხანდაზმული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.