დმანისში ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართულების ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები განიხილა.

შეხვედრაზე ის შედეგები განიხილეს, რომელიც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებებების კვლევის შედეგებიც განიხილეს, რომელზე დაფუძნებითაც ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა.

როგორც ახალგაზრდობის სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება.

„შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა დმანისის მუნიციპალიტეტში მცირე ახალგაზრდული სივრცის გახსნაა, რაც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს. მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ახალგაზრდობის სააგენტომ დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში მცირე სივრცე, პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.