დღეიდან სააღდგომო მარხვა დაიწყო

დღეიდან, 15 მარტიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით ეკლესიური ადამიანები შაბათ-კვირის გარდა, უზეთო საჭმელს იღებენ. ვისაც ეს არ შუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს. დიდ მარხვის დაწყების წინა დღეს ეკლესიებში შენდობის ლოცვა შესრულდა.

პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს. კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.

დიდმარხვა წელს 2 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.