ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს 4000-4000 ლარით დაეხმარებიან

ემიგრაციიდან დაბუნებულ 200 მოქალაქეს 4000-4000 ლარით დააფინანსებენ. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პროგრამის მიზანია ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა, მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა, დასაქმება და თვითდასაქმება.

მათივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 4 აპრილამდე გაგრძელდება