ეპიდვითარება ბოლნისში – ფიქსირდება თუ არა კორონავირუსი სკოლებსა და ბაღებში?

ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლნისში- მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის ექვსი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. როგორც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ბოლო 24 საათში კორონავირუსი ერთი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა.

რაც შეეხება ბოლო დღეებში დაფიქსირებულ შემთხვევებს, ყველა მათგანი თბილისში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, მიმდინარეობს სამიზნე ჯგუფების ტესტირება, მათ შორის სკოლისა და საბავშვო ბაღების პედაგოგების.

მისივე ცნობით, ბოლნისის სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება. ამასთან, სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება ბაღებში, გარდა იმ  სააღმზრდელო დაწესებულებებისა, სადაც სარემონტო სამუშაოები ტარდება.