საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 219 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 560 ტესტი.დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,62 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,77 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 804 გამოჯანმრთელდა, 3 746 კი გარდაიცვალა.