ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია ციხეში  წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს.

ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე – განხზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიდან, 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.