თეთრიწყაროში კოვიდვაქცინაციაზე 30-მდე მედპერსონალი უკვე დარეგისტრირდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კოვიდვაქცინაცია 16 მარტის ნაცვლად, 19 მარტს დაიწყება და ჯამში ვაქცინას 105 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი გაიკეთებს.  ამის შესახებ TV4-ს თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, კოვიდვაქცინის ჩასატარებლად რეგისტრირებულია 30-მდე მედპერსონალი. თეთრიწყაროს ჯამში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 200 დოზა გადაეცა. კოვიდვაქცინაცია თეთრიწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკაში ჩატარდება.

ამასთან, ცენტრში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში გეგმიური ტესტირება გრძელდება და ეპიდვითარება სტაბილურია. თეთრიწყაროში ამ დროისთვის 10 აქტიური შემთხვევა. სკოლებსა და ბაღებში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდვაქცინაცია ეტაპობრივად დაიწყება.