კობახიძე ოპოზიციაზე: მაინც ყველაფერს წააგებენ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმება, არ იქნება რიგგარეშე არჩევნები და ეს არა ულტიმატუმი, არამედ მოცემულობაა.

 

“ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, მოცემულობაა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც აქვს ოპოზიციას, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, პლებისციტსაც წააგებენ, თვითმმართველობასთან მიბმულსაც, რეფერენდუმსაც და არჩევნებსაც. მაგრამ მოცემულობა ისაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ეს ულტიმატუმი არ არის. ულტიმატუმების ენაზე ოპოზიცია საუბრობს. როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმება არ იქნება რიგგარეშე არჩევნები,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.