რუსთავში იმუნიზაციის ორი ცენტრი გაიხსნება, ვაქცინაციის პროცესი კი ხვალიდან განახლდება. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა TV4-ს განუცხადა, ხვალიდან ქალაქში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გარდა, ვაქცინის გაკეთება 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
რაც შეეხება ცენტრებს, ვაქცინაცია კლინიკა “რუსთავსა” და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნება შესაძლებელი.
დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, კლინიკებში მონიტორინგი ჩატარდა. დაწესებულებები ყველა იმ ინვენტარით და მედიკამენტებითაა აღჭურვილი, რაც ალერგიული რეაქციის შემთხვევაში პაციენტის დასახმარებლად არის საჭირო.
მისივე ცნობით, იმუნიზაცია მარნეულსა და გარდაბანშიც გაგრძელდება.