კოვიდ 19-ის საწინააღმეგო კაფსულის ფორმის ვაქცინის წარმოება იწყება

ინდური კომპანია Premas Biotech,  ამერიკულ კომპანია Oramed Pharmaceuticals Inc-თან თანამშრომლობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პერორალური ვაქცინის წარმოებას იწყებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ვაქცინამ ეფექტიანობა ერთი მიღებისთანავე აჩვენა.

პერორალური ვაქცინის წარმოების შესახებ კომპანიებმა 19 მარტს განაცხადეს.

გამოცემა indiatoday-ის ცნობით,  სამომავლოდ შეძლებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კაფსულის სახით მიიღოთ.

Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფორმების წარმოებაზე მსოფლიოში რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია მუშაობს. მათგან ინდური ფარმაცევტული კომპანია Biotech-ის მიერ შემუშავებული კაფსულის ფორმის პრეპარატი ყველაზე ახალია.

ინდური მედიის ცნობით, Oravax Covid 19-ის ერთჯერადი დოზა ეფექტიანი აღმოჩნდა და მისი ეფექტიანობა ცხოველებზე პილოტური კვლევით დადასტურდა.

„ეს არის ცხოველებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები. მასზე კლინიკური კვლევა 2021 წლის მეორე კვარტალში დაიწყება.

Bharat Biotech ვისკოსინის უნივერსიტეტთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ცხვირში შესასხურებელ ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც კლინიკურ კვლევებს უკვე გადის. ინდოეთში ცხვირში შესასხურებელი ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე უკვე დაიწყეს“, – წერს გამოცემა.