კორონავირუსის სტატისტიკა 22 მარტს

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 396 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 185 ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,75 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,56 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,72 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 369 გამოჯანმრთელდა, 3 710 კი გარდაიცვალა.