კორონავირუსი: 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა, გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი

საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 900 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 895, „პისიარ“ ტესტით – 6 005.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,01% ბოლო 14 დღის – 1,78%, ბოლო შვიდი დღის – 1,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 379 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 265 686 გამოჯანმრთელდა, 3 532 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 237, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 471 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 149 პირი.

ამასთან, პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 409 პაციენტი.